ჯგალის თემის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგშია
01-12-2021
დაკოპირებულია
-
+
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 24 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 10 მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები მოიპოვეს.
მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები არიან:
ლევანი ბელქანია;
გოჩა ჩანგელია;
ნინი ჩანგელია;
გურიკა კვარაცხელია;
ანრი კვარაცხელია;
ლიზი ჩანგელია;
მარიამი მიქავა;
თათული კვარაცხელია;
მათე კვარაცხელია;
ზიზი ხარჩილავა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში ჯგალის თემის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე მოხვდა.
ნინი ჩანგელია მე-2 ადგილზე, ანრი კვარაცხელია მე-5 ადგილზე, თათული კვარაცხელია მე-9 ადგილზე და ზიზი ხარჩილავა მე-10 ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.