მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემა, დირექტორების კონცეფცია და ცვლილებები შეეხება საგანმანათლებლო რესურსცენტრებსაც
„წარმატებული ზოგადი განათლების საფუძველს წარმოადგენს კვალიფიციური, მოტივირებული და ღირსეული ანაზღაურების მქონე მასწავლებელი, სწავლების თანამედროვე მეთოდები, მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო რესურსები, გამართული სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურა.
მომავალი თაობის განვითარებაში მასწავლებელს გადამწყვეტი როლი აკისრია; სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვა დაიწყო - შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესიც ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სასკოლო გარემოს ქმნის სკოლის გუნდი და მისი ლიდერი. სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის ლიდერის კონცეფცია, რომელსაც დაეფუძნება ახალი სტანდარტი დირექტორისთვის და სერტიფიცირების პროცესი; დაწყებულია მუშაობა რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც ისინი ხდებიან რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის ხელმძღვანელები - პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზე; საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას. ეს არის სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ - განაცხადა განათლების მინისტრმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.