მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
01-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში 5 მოსწავლე მონაწილეობდა, ხუთივე მათგანი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
წარმატებული მოსწავლეები არიან:
გიორგი კვარაცხელია;
ლიზი ბუხრაშვილი;
მარიამ კვარაცხელია;
შოთა ყალიჩავა;
ბექა კვარაცხელია.
მათგან ლიზი ბუხრაშვილმა კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, მარიამ კვარაცხელიამ კი - მე-8.
25 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალენჯიხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 73 მოსწავლე, რომლებიც 30 ნოემბერს ერთმანეთს „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.