TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„შეგვიძლია გადავწიოთ ეს ზღვარი“ - მინისტრი პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების ასაკზე
01-12-2021
-
+


I კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლოთ, - განათლების მინისტრისთვის დეპუტატის მიერ შეთავაზებულ ამ ინიციატივას ჩხენკელმა მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად შესაძლებელია, დაიწყოს საკითხზე მსჯელობა და ამ ზღვარმა გადაიწიოს. 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზეც, რომლის გამოც დაწესდა კონკრეტული ზღვარი რომ პირველ კლასში ჩარიცხვა მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბერს უსრულდებათ. მინისტრმა 2 ძირითადი მიზეზი დაასახელა: პირველი ინფრასტრუქტურა; მეორე - პანდემია და მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვა. 

„ზოგადად გეთანხმებით, რომ ეს შეზღუდვა რომელიც დღეს გვაქვს, გადასახედია. მაგრამ ხალხმა რომ კარგად გაიგოს, მინდა იცოდეთ რა არის მთავარი გამოწვევა. ეს არ არის ახირება, რომ გინდა თუ არა 15 სექტემბრისთვის ვინც არის [6 წლის, ის შევიდეს სკოლაში] უბრალოდ ეს არის ჩამკეტი მექანიზმი გაკეთებული იყო ძირითადი შეზღუდვის გამო და ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული საკითხი.  მოგეხსენებათ რომ, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს საკითხი, რადგან ჩვენ მოვითხოვთ გარკვეულ დისტანციას. გარდა იმისა რომ ყველა მოსწავლე ატარებს პირბადეს, საჭიროა დისტანციის დაცვა მოსწავლეებს შორის. შესაბამისად, ზოგიერთ სკოლაში, მაღალკონტიგენტიანში, ამან გამოიწვია დამატებითი ცვლების შემოღების აუცილებლობა. შესაბამისად, ესე ხელდასმით გაზრდა, უცებ რომ გადავიტანოთ სკოლაში შემსვლელთა რიცხვი მკვეთრად. არ გამოვა მით უმეტეს პანდემიის ფონზე, თუმცა დავიწყოთ მსჯელობა და ეტაპობრივად შეგვიძლია გადავწიოთ ეს ზღვარი“, - განაცხადა განათლების მინისტრმა

იხილეთ: I კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლოთ - დეპუტატის ინიციატივა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება