I კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლოთ, - განათლების მინისტრისთვის დეპუტატის მიერ შეთავაზებულ ამ ინიციატივას ჩხენკელმა მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად შესაძლებელია, დაიწყოს საკითხზე მსჯელობა და ამ ზღვარმა გადაიწიოს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზეც, რომლის გამოც დაწესდა კონკრეტული ზღვარი რომ პირველ კლასში ჩარიცხვა მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბერს
უსრულდებათ. მინისტრმა 2 ძირითადი მიზეზი დაასახელა: პირველი ინფრასტრუქტურა; მეორე - პანდემია და მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვა.
„ზოგადად გეთანხმებით, რომ ეს შეზღუდვა რომელიც დღეს გვაქვს, გადასახედია. მაგრამ ხალხმა რომ კარგად გაიგოს, მინდა იცოდეთ რა არის მთავარი გამოწვევა. ეს არ არის ახირება, რომ გინდა თუ არა 15 სექტემბრისთვის ვინც არის [6 წლის, ის შევიდეს სკოლაში] უბრალოდ ეს არის ჩამკეტი მექანიზმი გაკეთებული იყო ძირითადი შეზღუდვის გამო და ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული საკითხი. მოგეხსენებათ რომ, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს საკითხი, რადგან ჩვენ მოვითხოვთ გარკვეულ დისტანციას. გარდა იმისა რომ ყველა მოსწავლე ატარებს პირბადეს, საჭიროა დისტანციის დაცვა მოსწავლეებს შორის. შესაბამისად, ზოგიერთ სკოლაში,
მაღალკონტიგენტიანში, ამან გამოიწვია დამატებითი
ცვლების შემოღების აუცილებლობა. შესაბამისად, ესე ხელდასმით გაზრდა, უცებ რომ გადავიტანოთ სკოლაში
შემსვლელთა რიცხვი მკვეთრად. არ გამოვა მით უმეტეს პანდემიის ფონზე, თუმცა დავიწყოთ მსჯელობა და ეტაპობრივად შეგვიძლია გადავწიოთ ეს ზღვარი“, - განაცხადა განათლების მინისტრმა
იხილეთ:
I კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლოთ - დეპუტატის ინიციატივა