მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში დაახლოებით 60 ათასი მასწავლებელი მუშაობს. ოფიციალური სტატისტიკით, იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც ხელფასთან ერთად პენსიას იღებენ, 11 923-ს შეადგენს.
კაცები პენსიას 65 წლის ასაკიდან იღებენ, ქალები კი 60 წლიდან. 2021 წლიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 240 ლარია; 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი - 275 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება.
საპენსიო ასაკის მასწავლებლების ნაწილი მზადაა, სამსახურზე უარი თქვას, თუ ღირსეული პენსია ექნება. კითხვაზე - რამდენია თანხა, რომელსაც პენსიონერი პედაგოგები დასჯერდებოდნენ და სამსახურზე უარს იტყოდნენ, ისინი გვპასუხობენ, რომ იმდენი, რამდენსაც ხელფასის სახით იღებენ.
„მასწავლებლები განსხვავებულ პენსიას უნდა იღებდნენ სამუშაო სტაჟის მიხედვით. ეს ისეთი პროფესიაა, მასში მთელ ცხოვრებას დებ, ენერგიას, ძალას და რაც მთავარია - წლებს, მთელს შენს დროს. საპენსიო ასაკის პედაგოგები ვინც ვართ სკოლაში, 25-30-40 წელია ამ პროფესიით ვცხოვრობთ, რატომ არ უნდა იყოს განსხვავებული პენსია ჩვენთვის?!“ - გვესაუბრება თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი.
„გაუთანაბრონ ჩვენი პენსია ხელფასს და წავალ სკოლიდან - ასე ახალგაზრდებსაც მიეცემათ დასაქმების საშუალება და ჩვენც მშვიდი სიბერე გვექნება. 45 წელი სკოლას შევალიე, შვილო... უზომოდ მიყვარს ჩემი ბავშვები, არაერთი ღირსეული თაობა აღვზარდეთ, მაგრამ დროა, შეველიოთ ამ ყველაფერს და ახალგაზრდებს დავუთმოთ გზა, თუმცა მხოლოდ პენსიით თავს ვერ გავიტან... ამიტომაც ვრჩები სამსახურში“ - აღნიშნავს კიდევ ერთი მასწავლებელი.
ორი წლის წინ განათლების რეფორმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა, რომლის სანაცვლოდაც სკოლიდან 8 870 მასწავლებელი წავიდა. პედაგოგებმა საპენსიო ჯილდოს სახით 2 წლის ხელფასი წინასწარ აიღეს და პროფესიიდან გავიდნენ. მიუხედავად რეფორმის წარმატებისა, მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს გაცემა ამ ეტაპზე არ განიხილება.
იხილეთ ასევე: ფულადი ჯილდო 8 870-მა მასწავლებელმა მიიღო - რომელ რეგიონში გავიდა პროფესიიდან ყველაზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი?
ხელფასთან ერთად პენსიას 11 923 მასწავლებელი იღებს - ოფიციალური სტატისტიკა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ