მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიების ხელმძღვანელი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა ჩინჩალაძე იყო.
სკოლაში „პოეტების მეფის“ შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს მისი ლექსები და მოისმინეს მათზე შექმნილი სიმღერები.
„სკოლის ლიტერატურული კლუბის - „მწიგნობარნი“, წევრების მიერ გაიმართა მორიგი ღონისძიება - ლიტერატურული საღამო, მიძღვნილი გალაკტიონის 130-ე წლისთავს, სახელწოდებით - „გალაკტიონი რითმის ჯადოქარი და პოეზიის მეფე“. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ წაიკითხეს გალაკტიონის ნაცნობი თუ უცნობი ლექსები, გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფიული შტრიხები. ლექსებზე დაყრდნობით შექმნეს ნახატები, კოლაჟი (ხელმძღვანელი:ლელა ფერაძე). საღამოს ასევე გაიჟღერა გალაკტიონის ცნობილ ლექსებზე: „ქარი ქრის“, „მზეო თიბათვისა“ და ა.შ. შექმნილმა სიმღერებმა. მოსწავლეებმა მოისმინეს გალაკტიონის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარე“. საღამომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და გამოიწვია დიდი აღფრთოვანება აუდიტორიაში. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა ჩინჩალაძე“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დარჩელის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“