სიახლეები
მსოფლიო

ქვეყანა, სადაც პედაგოგების კრიტიკული დეფიციტია - ზოგიერთ სკოლას ფიზიკის მასწავლებელი საერთოდ არ ჰყავს
19-12-2021
-
+


პოლონეთში მასწავლებლების კრიტიკული დეფიციტია, ამასთან, საკადრო კრიზისი უფრო და უფრო მწვავდება. პოლონეთის მასწავლებელთა კავშირის ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლები დაახლოებით 10 000 პედაგოგს ეძებენ. ყველაზე მეტად ქვეყანაში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ინფორმატიკის მასწავლებლების ნაკლებობაა. 

ყველაზე ცუდი სიტუაცია დედაქალაქშია - ვარშავის სკოლებს დაახლოებით 3 000 პედაგოგი სჭირდებათ. საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები შეშფოთებულნი არიან, რადგან, ასეთი ტემპებით, მათი თქმით, ქვეყანაში აღარავინ დარჩება ვინც ბავშვებს ასწავლის. 

მასწავლებლების საკადრო კრიზისი პოლონეთში

ამ სასწავლო წლის 2 თვის განმავლობაში რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თითქმის 3,4 ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადეს. სკოლებში აღნიშნავენ, რომ რეზიუმეს პედაგოგები დიდად არ აგზავნიან. 

შარშან, პროფესიიდან დაახლოებით 10 000 მასწავლებელი წავიდა. სამსახურის მასობრივი დატოვების მიზეზებად სახელდება - დაბალი ხელფასი, ზეგანაკვეთური სამუშაო, მაღალი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დატვირთვა (კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის გამო) და ემოციური გადაწვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორები პრობლემის გადაჭრას არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებისა და პენსიონერების დასაქმებით ცდილობენ. პოლონეთის ზოგიერთ სკოლაში ამჟამად ფიზიკის გაკვეთილები საერთოდ არ ტარდება. 

წყარო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

სიღნაღის საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული ჩატარდა და მოსწავლეებმა რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს

ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს

საბჭოს წევრობის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა - ცენტრი 18 ახალი პირის დასაქმებას გეგმავს

წამყვან-მენტორობის გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით NAEC განმარტავს

პიროვნება

„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...

სკოლები

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ

„ვულოცავთ ამ წარმატებას“ - ასე გამოეხმაურა ორღულის საჯარო სკოლა ბავშვების წარმატებას

მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს
 

„უკვე ტრადიციად აქცია ილიკომ თითქმის  ყველა ტურნირში საპრიზო ადგილი“...

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...