მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022 წლის იანვრიდან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები მასწავლებლების მსგავსად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტშიც, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე თვეში უნდა დაამტკიცოს. ხელფასების ზრდაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა.
საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.
საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორმა არჩილ მარკოიძემ უპასუხა:
„ხელფასების გაზრდა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ 10 პროცენტი ამ შემთხვევაში უმნიშვნელო მატებაა, რადგან ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვთ მაღალმთიანი სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ მომატებულ ხელფასს ჩამოეჭრება საშემოსავლო, საპენსიო, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა. სჯობდა არა 10 პროცენტით, არამედ კონკრეტული თანხით გაზრდილიყო ყველასთვის. ჩვენთან მაგალითად დირექტორის ხელფასი არის 570 ლარი, ამ თანხის 10 პროცენტი დაბეგვრით ისეთი მიზერული თანხა გამოდის. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფრის მიუხედავად კიდევ გაიზრდება და ეს პროცესი შენარჩუნდება, რომ სკოლაში ყველა დასაქმებულს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს“.
10 პროცენტით გაზრდილ ხელფასებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 1-ელი იანვრიდან მიიღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ექსტერნატის გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას