მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022 წლის იანვრიდან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები მასწავლებლების მსგავსად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტშიც, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე თვეში უნდა დაამტკიცოს. ხელფასების ზრდაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა.
საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.
საკმარისია თუ არა ხელფასების 10 პროცენტით გაზრდა და რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით? - ამ კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორმა მადონა ჭკადუამ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ერთი საკითხი, რომელიც ასევე გვაწუხებს არის ის, რომ მაღალმთიანი სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები არ ვიღებთ ამ დანამატს ანუ მასწავლებლებს ემატებათ მაღალმთიანის სტატუსის გამო ანაზრაურება, ადმინისტრაციის თანამშრომლებს არა. ეს მიდგომა, რომ შეიცვალოს გაცილებით ეფექტური იქნება თუნდაც ის 10 პროცენტიანი ზრდა. ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, დილიდან დაღამებამდე სკოლაში ვართ და ეს უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული“.
10 პროცენტით გაზრდილ ხელფასებს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, 1-ელი იანვრიდან მიიღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ექსტერნატის გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას