ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები თემაზე - „კომპოსტირება, როგორც ნარჩენების შემცირების ინსტრუმენტი“ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
03-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები პროექტში - „ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში“, მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში, ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძებას ისინი მუნიციპალიტეტის 4 სკოლის წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან ერთად დაესწრნენ.
შეხვედრის თემა - „კომპოსტირება, როგორც ნარჩენების შემცირების ინსტრუმენტი“, იყო.
„ამბროლაურში ჩვენი მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის წარმომადგენლებსა (დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები) და მეწარმეებთან ერთად საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილენი ვიყავით: ესაა პროექტი „ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში“.
მომხსენებლებმა: ქალბატონმა ეკატერინე მესხრიკიძემ (მისიის ხელმძღვანელი, ჩეხური ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენელი საქართველოში), ბატონმა ლევან ზაზაძემ (პროექტის ექსპერტი), ქალბატონმამა ქეთევან ცხაკაიამ (იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“), ბატონმა ზურაბ კარბელაშვილმა (დამოუკიდებელი ექსპერტი) საინტერესოდ და გასაგებად ისაუბრეს თემაზე - „კომპოსტირება, როგორც ნარჩენების შემცირების ინსტრუმენტი“.
ღონისძიების ფარგლებში მიმოხილული იქნა ვითარება რეგიონში კომპოსტირების მიმართულებით, ასევე კომპოსტირება მცირე საოჯახო მეურნეობაში, მუნიციპალური კომპოსტი - ქუთაისის მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრის მაგალითზე. ნაჩვენები იქნა ანიმაციური ფილმი კომპოსტირების თემაზე, პრაქტიკული აქტივობა-მოდელირება.
მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს სკოლის ტერიტორიაზეც შევძლოთ კომპოსტის დამზადება საჭირო მასალებით მომარაგების ხელშეწყობით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.