მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე გვიზიარებს.
- სკოლაში იგრძნობა. . .
- ცხოვრების რიტმი, ხანდახან დაძაბული, ხან ემოციური, მაგრამ მაინც ცოცხალი ორგანიზმის მაჯისცემა.
- მოსწავლეს სურს. . .
- უფრო მჭიდრო კონტაქტები ერთმანეთთან, ვიდრე დღევანდელი, იძულებითი, იზოლირებული ყოფა.
- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .
- ადამიანური ემოციების მართვა: მონატრების შემდეგ ჩახუტების სურვილის შეკავება, კოვიდით გარდაცვლილთა საშინელი ტრაგედიის იგნორირება და შეჩვევა.
- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .
- არა საკუთარ თავზე ფიქრს და ზრუნვას, არამედ სხვების მიმართ მოვალეობის გრძნობის გამოხატვას და საჭირო შემთხვევაში ვალდებულებასაც კი.
- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .
- ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებასა და დღევანდელი ყოფის ცუდ მოგონებად გახსენებას.
- პედაგოგებს სჭირდებათ. . .
- უფრო მეტი დაფასება, რადგან მათი როლი ადამიანების ცხოვრებაში ძალიან დიდია და ამას ისინიც რეალურად უნდა გრძნობდნენ. უფრო მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა საქმიანობაში.
- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .
- პირველ რიგში, ეთიკასა და ფსიქოლოგიას.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.