სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

უნივერსიტეტებს სწავლის საფასურის გაზრდა მთავრობასთან შეთანხმებით შეეძლებათ - რა წერია ახალ კანონპროექტში
03-12-2021
-
+


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის კომპეტენცია, დაადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები, აგრეთვე დადგენილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეებისათვის 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა.

საქართველოს პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე პერიოდში, ზემოაღნიშნული ვადა მომდევნო სასწავლო წლის (2022-2023) განმავლობაში გახანგრძლივდება.

„ერთი წლით, 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით, გახანგრძლივდება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და მაქსიმალური ოდენობა ასევე, ნაწილობრივი ოდენობები. ამასთან, ერთი წლით გახანგრძლივდება სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულება სახელმწიფო სასწავლო გრანტების შესაბამისად განსაზღვრონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასური. ასევე, თუკი დადგება საჭიროება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასური იყოს უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება ეს საკითხი საქართველოს მთავრობას შეუთანხმოს“, - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ.

კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობა 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებისათვის, 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით, უზრუნველყოფენ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას.

ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.

„აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობა, შესაბამისად, 2021 წლის 15 ივნისის N283 დადგენილებით განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა 2 250.0 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით წლიური სასწავლო გრანტის წლიური საპროგნოზო მოცულობა და ოდენობა განისაზღვრება იგივე ოდენობით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების გაზრდას“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილებებს 68 დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება