აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-12-2021
დაკოპირებულია
-
+
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში ხშირად ხორციელდება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან.
ამჯერად სკოლაში დასრულდა საერთაშორისო ფონდის - „ფიროსმანის უკვდავება" და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებში იმ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთაც მხატვრობისადმი მიდრეკილება აქვთ.
„პროექტი ითვალისწინებდა, სამხატვრო ჯგუფში გაერთიანებული ათი მოზარდისთვის 8 მასტერკლასის ჩატარებას; თითოეულმა მონაწილემ შეასრულა ორი ნამუშევარი: ერთი ნახატი/ნამუშევარი ფიროსმანზე და მეორე ნახატი/ნამუშევარი - „ჩემი აფხაზეთი“; როგორც გათვალისწინებული იყო, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სასაჩუქრე მაისურები, მათივე შესრულებული ნახატის გამოსახულებით. პროექტი დაფინანსებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი ნახატების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ასევე, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები მინი წარმოდგენით. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობა პედაგოგიურ გუნდსა და მოსწავლეებს ჩართულობისა და თანადგომისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.