სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა შემოდგომა მრავალფეროვანი აქტივობებით გააცილეს
03-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებისთვის ხშირად მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს და ბავშვებიც დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად მე-5კლასის დამრიგებელმა, სალომე ქობალიამ და მისმა უნიჭიერესმა მოსწავლეებმა შემოდგომას მხიარული გაცილება მოუწყვეს. 

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა პედაგოგთან ერთად არაერთი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელეს.

„ამ წელს, შემოდგომა უკანასკნელად ხუჭავს თვალებს ანუ შემოდგომის ბოლო დღეა.. მხიარული გაცილება მოუწყვეს წელიწადის ამ ხვავრიელ, ნოყიერ, ნაყოფიერ და ფერად წელიწადის დროს წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელმა, სალომე ქობალიამ და მოსწავლეებმა, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნეს მაკეტები, გადაიღეს ფოტოები, მოაწყვეს ფოტოგამოფენა, ჩანახატებითა და ლექსებით მიესალბუნენ შემოდგომას, მიირთვეს ბადაგი, მოადუღეს თათარა, გააკეთეს ჩურჩხელები და მოაწყვეს ხვავრიელი შემოდგომისათვის დამახასიათებელი სოფლის ნობათის ნაირსახეობების გამოფენა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფ. ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილი დ.სილაგაძე და ხელოვნების მასწავლებელი თ. კაკაბაძე, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს ამ ლამაზი დღის მოწყობის გამო, შეაქეს მე-5 კლასის მოსწავლეები და საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს. ბოლოს კი დაასკვნეს, რომ შემოდგომა ძალიან ლამაზია ზოგადად, თუმცა განსაკუთრებულია იმერეთში - „გიორგობის თვეში გულს გაუჩნდა რეჩხი, გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა სამოთხეში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია


ექსტერნატის გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები

NAEC მასწავლებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს -  განაცხადის წარსადგენის ვადები ცნობილია
სკოლებში სწავლა არ განახლდება - აჭარის განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

თბილისის N115 საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს სამხედრო საქმის მასწავლებელი ოკუპაციასთან დაკავშირებით ესაუბრა

ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას

„მშობლიური სკოლა ულოცავს ლინდას მიღწეულ შედეგს, ამაყობს მისით და უსურვებს მომავალში წარმატებებს“
საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება