მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში „მწვანე ბარათების“ სისტემა ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე - კოვიდპასპორტის გარეშე იმ შემთხვევაში შეგიშვებენ, თუ ჩატარებული გაქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა „მწვანე პასპორტი“ საბავშო ბაღების თანამშრომლებსაც დასჭირდეთ და აღმზრდელებსა თუ ძიძებს აღნიშნული დოკუმენტის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებაში არ დაუშვებენ. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს? - კითხვით Etaloni.ge-მ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართ, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არათუ არ მიუღიათ, არც განუხილავთ.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი გადაწყვეტილება არავის არც განუხილავს და არც მიუღია, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე „მწვანე ბარათის“ წარდგენის ვალდებულება არ აქვთ“, - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.