მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგ ციცინო სულამანიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ავრცელებს.
დავალების თემა ქალაქის უბნის ან ქუჩების სავალი ნაწილის დაგეგმარება იყო.
მოსწავლეებმა დავალება დიდი ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს.
„დისველის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ, ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგის, ციცინო სულამანიძის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ კომპლექსურ დავალებას, რომელიც ძალიან საინტერესო, სტიმულატორი გახლდათ. მოსწავლეები მთელი თავისი ძალისხმევით ჩაერთნენ ზემოთ აღნიშულ საგაკვეთილო პროცესში, რის შესახებაც პედაგოგი დეტალურად ისაუბრებს:
- „ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მისი მიზანი სკოლებში სწავლა -სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლემ უნდა შექმნას კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის პირობა, რომელიც სასურველია მოიცავდეს ცხოვრებისეულ ელემენტებსა და მოვლენებს.
სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ, თუ როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად სწავლის სწავლა.
კონკრეტულ დავალების თემა გახლდათ: ქალაქის უბნის ან ქუჩების სავალი ნაწილის დაგეგმარება. სამიზნე ცნებები კი: გეომეტრიული ფიგურები, ბრტყელი ფიგურები, მათი ზომები და კუთხეები, მოსწავლემ უნდა შესძლოს გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება, კლასიფიცირება, გამოყენება ჩვეულ გარემომცველ ობიექტების აღწერისას.
შედეგად, მოსწავლეები შესძლებენ სამუშაოს დამოუკიდებლად გათვიცნობიერებას, მიღებული ცოდნის დაკავშრებასა და გამოყენებას მთლიანი პრობლემის გადასაჭრელად.
წარმატება ვუსურვოთ ციცინო მასწავლებელს და მის მოსწავლეებს“,- წერს სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც