მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს მზის დაბნელებაა, ასევე ახალმთვარეობა და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს სოციალური ქსელის საშუალებით, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, დღეს, 4 დეკემბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა! ამით მთავრდება ის დაბნელების დერეფანი, რომელიც 19 ნოემბერს სავსემთვარეობითა და მთვარის დაბნელებით დაიწყო. დღეს კი მთვარდება ეს დაბნელების დერეფანი, ვინ როგორ გავიარეთ ეს 18 თვის მანძილზე გამომჟღავნდება ჩვენს ცხოვრებაში… ამიტომ ძალიან ფრთხილად, მშვიდად უნდა გავიაროთ ეს დღე. მხოლოდ გარეგნული სიმშვიდე არ იგულისხმება, ეს უნდა იყოს შინაგანი სიმშვიდე, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა რამდენჯერმე. მშვიდად, ნელა, ღრმა ჩასუნთქვაზე შემოუშვით დიდი სიმშვიდე თქვენს გონებაში, ფიქრებში ხოლო ამოსუნთქვაზე გაუშვით ყველა დარდი, წყენა, ტკივილი ფიქრი და პრობლემები. ეს რამდენჯერმე გააკეთეთ, რამდენჯერაც გესიამოვნებათ, და ყოველ გამეორებაზე უფრო გააღრმავეთ სუნთქვები. თქვენ იგრძნობთ, უფრო მეტი ჰაერით გაივსება ფილტვები და მეტ დარდს გამოდევნის ამოსუნთქვის დროს…
დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს… ფარდებიც შეგიძლიათ მზის დამცავი გამოიყენოთ ამისათვის.. ძალიან კარგია, დაჯდეთ მშვიდად, კომფორტულად და ფურცელზე დაწეროთ სურვილები, რომლებიც გინდათ რეალიზდეს თქვენს ცხოვრებაში, ასევე ის საქმეები ჩამოწერეთ, რომლის განხორციელებაც დიდ სიმსუბუქეს და ხალისს მოგანიჭებთ… სურვილების წერის დროს ხანდახან შეჩერდით, თვალები დახუჭეთ, გაიღიმეთ და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ესა თუ ის საქმე ან სურვილი, რაც დაწერეთ, რომ გაკეთდა და რამხელა სიხარულსა და შვებას იგრძნობთ, განიცადეთ ის სიხარული ახლა… შემდეგ ისევ განაგრძეთ წერა. ეს ფურცელი შეინახეთ და პერიოდულად გადაიკითხეთ ხოლმე… დღეს ეცადეთ, ნუ წამოიწყებთ ახალ და მნიშვნელოვან საქმეს. გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან… ასევე ძველმანები და ზედმეტი „ხლამები“ მოიშორეთ, სამუდამოდ გათავისუფლდით რაც კი დღემდე ვერ მოიშორეთ სხვადასხვა მიზეზთა გამო…
ნუ მიეძალებით რთულ და მძიმე საკვებს, ხორცეულს… ალკოჰოლს… დღეს კარგი იქნება, თუ საერთოდ მოერიდებით საკვებს ან მინიმუმამდე დაიყვანთ… და ასე, მსუბუქად გადააგორებთ ამ დღეს… გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და გულწრფელი მადლიერებით ყველას უსურვეთ სიკეთე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიყვარული, და შეიგრძენით, როგორ აივსეთ თქვენც ამ სიყვარულით…გაუღიმეთ თქვენს საკუთარ ცხოვრებას და თქვენს „მე“-ს, თქვენს პიროვნებას, აპატიეთ ყველაფერი თქვენს თავს, რომ ვერ გაიმეტეთ ბევრი სიკეთეები საკუთარი თავისთვის დღემდე…აპატიეთ ყველას ყველაფერი…მიუტევეთ და გაუშვით… დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, რომელსაც მიუძღვნით თქვენს საკუთარ „მე“-ს…სიკეთეს გისურვებთ, მადლიერებით და პატივისცემით, საუკეთესო სურვილებით“…
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.