სიახლეები
სიახლეები

პრეზიდენტმა მასწავლებლები პედაგოგიური მოღვაწეობისთვის „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა
05-12-2021
-
+


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგები ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა პედაგოგებს და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მათ მადლობა გადაუხადა.

მორული ვარ, რომ აქ, ორბელიანების სასახლეში კიდევ ერთხელ მოგვეცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. ახალგაზრდული კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის მომავალი თაობა, ვისთვისაც არსებობს ეს სასახლე და თქვენ პედაგოგები კი, იღვწით იმისათვის, რომ მათ ამ ქვეყნისა და კულტურის მომავალი კიდევ უფრო დაამშვენონ და გააძლიერონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მათი დღის რეჟიმი ნახატებშიც ასახეს

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

ბავშვების მიერ შექმნილი საახალწლო დეკორაციები ორიგინალური და მრავალფეროვანი გამოვიდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება