მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საინფორმაციო ხასიათის აქტივობა მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებული შშმ პირები გააცნეს. მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო პლაკატი.
„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეა. ბაღდათის N1 საჯარო სკოლა იზიარებს სლოგანის - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!“ შინაარსს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს გავაცანით წარმატებული შშმ პირები. მაგალითების განხილვითა და დისკუსიით მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვროა. შესაძლებლობები კი არა, გარემოა შემზღუდავი.
დღის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პლაკატი, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი ტერმინების დამკვიდრებას, რომლებიც არ ქმნიან ნეგატიურ სტერეოტიპებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აქტივობას სპეციალური მასწავლებლები - თინათინ ფურცელაძე და ნანა რობაქიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას