მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის მნიშვნელობაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.
გალაქტიონ მინდიაშვილი, თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„მოსწავლეეების ინტელექტუალური განვითარებისთვის „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და შესაბამისად შეუძლებელია დადებითად არ ვიყოთ განწყობილი. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ ამ ცოდნის შეჯიბრში. თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიაა, ბავშვებს დისტანციურად მოუწიათ ტესტებზე მუშაობა, შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მოახერხეს კიდევაც მეორე ტურში გადასვლა და იმედი მაქვს იქაც გამოიჩენენ თავს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომ მოსწავლეებს აძლევს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას, ნამდვილად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში მსგავსი პროექტების არსებობა“.
ბაია გაბაიძე, თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:
„რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსწავლეების შედეგით, სამწუხაროდ რამდენიმე ბავშვი არ იყო იმ დღეს და სინანული გამოთქვეს, რომ ვერ მოახერხეს პირველ ტურში მონაწილეობა, თუმცა დარწმუნებული ვარ მომავალ წელს აუცილებლად მიეცემათ ამის შესაძლებლობა და თავსაც გამოიჩენენ. „ეტალონის“ ინტელექტს-ჩემპიონატი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, ბავშვები განსახვავებულნ გამოცდილებას იძენენ და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კარგი საშუალებაა, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება რეფლექსია მოახდინონ რა იციან, რას უნდა მიაქციონ მეტი ყურადღება და ვფიქრობ, რომ ნამდვილად დასააფესებელ საქმეს ეჭიდება „ეტალონი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.