სიახლეები
სიახლეები

„ზოგიერთი სკოლიდან დამირეკეს, რომ ხელით შეეხნენ დირექტორები მასწავლებლებს“ - რაზე აწერინებენ ხელს პრაქტიკოსებს
06-12-2021
-
+


დირექტორებს განათლების სამინისტროსგან მიუვიდათ დირექტივა, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ხელი მოაწერინონ განცხადებაზე, თითქოს ისინი თანახმა არიან, თუ ვინმე მოვა მათ ადგილზე, დატოვონ სკოლა - აღნიშნულ ინფორმაციას პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ განცხადებაზე ხელმოწერას აიძულებენ პედაგოგოგებს, ზოგ შემთხვევაში კი ეს იძულება ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის.

„სკოლებში მივიდა მითითებები, დირექტივები, რომელიც ცალსახად კანონის დარღვევაა. დირექტორებს ეუბნებიან, მასწავლებლებს მოაწერინონ ხელი, რომ ისინი თანახმა არიან, ერთი თვის შემდგომ თუ მათ ადგილზე გამოჩნდა ვიღაც, გაუშვან [ისინი]. მე მოვუწოდებ პედაგოგებს, ხელი არ მოაწეროთ განცხადებას. იყო შემთხვევები და ზოგიერთი სკოლიდან დამირეკეს, რომ ხელით შეეხნენ დირექტორები მასწავლებლებს. იჭერდნენ და ხელს აწერინებდნენ ძალით. ესეთი ძალადობა თუ სადმე დაფიქსირდება ეს გადაიღეთ, რომ მე ფაქტი მქონდეს, მარტო ჩემთან დარეკვა არ არის საკმარისი. გადაიღეთ და ამაზე პასუხს აგებენ დირექტორები.

მე მინდა, იმ დირექტორებს, რომლებიც მხარს უჭერენ პედაგოგებს და რაღაცნაირად ცდილობენ შეინარჩუნონ მასწავლებლები გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, იმისთვის რომ ისინი ცდილობენ პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას და უფრო მეტიც. ადგილებზე წავიდა ძალიან მძიმე სიტუაცია, მშობლებიც. მშობლები განწყობილები არიან დაიცვან ეს მასწავლებლები და დატრიალდება ძალიან დიდი რამ სოფლებში, ქალაქებშიც და ძალიან ცუდ რაღაცებს მიიღებს ეს მთავრობა. გონს მოეგეთ, ჩემო მეგობრებო! მეგობრულად მოგიწოდებთ, ვინც ხართ საღ გონებაზე, თორემ ქვეყანა გენგრევათ თავზე“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება