მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარების ვადა შესაძლოა, 2025 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
მოქმედი კანონმდებლობით, პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი - კანონპროექტის მიხედვით კი პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების ვადა 2 წლით უხანგრძლივდებათ.
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი რომ არ შეფერხდეს, ასევე, აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები რომ აღმოჩნდნენ თანაბარ პირობებში სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედასტურებინათ თავიანთი კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.