მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საშემოდგომო ღონისძიება - „ნახვამდის შემოდგომა“ დისტანციურად ჩატარდა.
ღონისძიება, რომელსაც კონკურსის სახე აქვს და მრავალფეროვანი ნომინაციებით გამოირჩევა, სკოლაში 13 წელია ტარდება და უკვე ტრადიციად იქცა. ონლაინ-სწავლებიდან სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„2021 წელი წინა სასწავლო წლებისგან თუნდაც იმით განსხვავდებოდა, რომ წელს შემოდგომის ზეიმი - „ნახვამდის შემოდგომა“ დისტანციურად ჩატარდა. უკვე 13 წელია ეს ღონისძიება ტრადიციულად ტარდება ასპინძის საჯარო სკოლაში. ეს კონკურსი განსხვავდება მრავალფეროვანი ნომინაციით, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, აიმაღლონ მოტივაცია რუსულ ენის სწავლაში, უმდიდრებს სიტყვების მარაგს, ასწავლის მათ გამოავლინონ კრეატიული აზროვნება. მონაწილეები ცდილობენ, მხატვრულად, რუსული ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით, წაიკითხონ. ასრულებენ გრამატიკულ დავალებებს. აწყობენ საშემოდგომო კომპოზიციებს. ამ დავალებებმა გაუმრავალფეროვანა დისტანციური ცხოვრების რიტმი. სკოლაში დაბრუნებისას მათ გვაჩუქეს საშემოდგომო სიმღერა, რომელიც შეასრულა ყველამ ერთად, მიიღეს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები აქტიური მონაწილეობისთვის. სასიამოვნო შესახედი იყო მოსწავლეების ბედნიერი თვალები და მხიარული სახეები. ნომინაციებს აფასებდა კონკრეტული ჟიური: რუსული ენის მასწავლებელი ნ. სახვაძე. უცხოური ენების კათედრის გამგე ნ.გელაშვილი. ხელოვნების კათედრის გამგე მ.გურგენიძე. გადაცემის ავტორი და წამყვანი რუსული ენის მასწავლებელი ო. ლეკიშვილი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას