მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ ავტორიზაციის გავლას შეძლებენ.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილების პროექტი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს, მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
როგორც ინიციატორი უწყება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, დღეის მდგომარეობით, ქმედითი მექანიზმი არ არის.
„აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია. ამჟამად საქართველოში აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორი საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. ამდენად, დღის წესრიგში კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება დადგა“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე ცვლილებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დგინდება და ის შეეხება: სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და მოსწავლეთა მხარდაჭერას.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები ზოგადი განათლების სპეციფიკას გაითვალისწინებს და შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს“, - განმარტავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.