თბილისის N198 სკოლის მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებული პარაორკესტრი შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
06-12-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებული პარაორკესტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
ღონისძიების მიზანი შშმ პირთა თვითრეალიზაცია, მათი დადებითი პოტენციალის დემონსტრირება და საზოგადოების ადეკვატური ცნობიერების ჩამოყალიბება იყო.
აღნიშნული პარაორკესტრი - შშმ პირთა და სსსმ მოსწავლეთა მონაწილეობით 2016 წელს დაარსებული მუსიკალური ორკესტრია/
„3 დეკემბერი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ის 1992 წლიდან მოყოლებული გაეროს გენერალური ასამბლეის 47/3 რეზოლუციით . ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას საზოგადოებისა და განვითარების ყველა სფეროში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით. საქართველოში 3 დეკემბრის თარიღს შეუერთდა ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის“ პარაორკესტრი. ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით. ღონისძიების მიზანია შშმ პირთა თვითრეალიზაცია, მათი დადებითი პოტენციალის დემონსტრირება და საზოგადოების ადეკვატური ცნობიერების ჩამოყალიბება. პარაორკესტრის წევრების უმატესობა ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლის მოსწავლე ან სკოლადამთავრებულია! პარაორკესტრის რეპერტუარი შედგება ძირითადად კლასიკოსი კომპოზიტორებისა და პოპულარული უცხოელი კომპოზიტორების შემოქმედებისგან. ამ ეტაპზე თვითონ პარაორკესტრის წევრებმა გადაწყვიტეს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი, ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ნომრების შესწავლა მათივე ჩართულობით პარაორკესტრი - შშმ პირთა და სსსმ მოსწავლეთა მონაწილეობით 2016 წელს დაარსებული მუსიკალური ორკესტრია და ის ერთადერთია ამიერკავკასიაში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.