სიახლეები
ინტერვიუ

„დაწყებით კლასებში აუცილებელია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, izrune.ge-ს ეს ძალიან კარგად აქვს გათვლილი“,- ვერა მჟავია
07-12-2021
-
+


izrune.ge-ს პრიორიტეტი მოსწავლეა. ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. 

სწორედ ასეთი პედაგოგია ვერა მჟავია ბათუმის N8 საჯარო სკოლის lllზ კლასის დამრიგებელი. izrune.ge-ში სულ რაღაც მეორე თვეა, რაც ჩაერთო. ამბობს, რომ ტესტებითა და მიღებული შედეგებით კმაყოფილია. იგი სინანულსაც გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ ინოვაციურ პორტალში აქამდე არ ჩაერთო. ვერა მჟავიას კლასმა ნოემბრის შემაჯამებელ ტესტში საშუალოდ 92 ქულა დააგროვა, მოსწავლეებმა ვერცხლისა და ოქროს დიპლომები აიღეს.



პედაგოგი მიღწევების, მიზნებისა და სასკოლო ცხოვრებაში izrune.ge-ს მნიშვნელობაზე თავად გვესაუბრა.

- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?

- მეორე თვეა, რაც ჩვენ ამ პროექტში ვმონაწილეობთ და ძალიან დაინტერესდნენ მოსწავლეები, ტესტებზე ყურადღებით მუშაობენ. 
შეხვდათ საკითხები, რომლებიც მათთვის ძალიან მარტივი იყო და ამან სიამოვნება მოჰგვარათ და იყო საკითხები, რომლებიც ცოტა რთული აღმოჩნდა. სკოლაში ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. izrune.ge-ს ტესტები სახლში მუშაობით არ მთავრდება. მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდა.
მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, როდესაც საკითხები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან მოდის, რაც  ჩვენთვის ნაცნობი არ  იყო, ამ საკითხზე სკოლაში არ ვმუშაობდით. ახლა კი გავაკეთეთ სკივრი, სადაც სულხან-საბას ლექსიკონიდან იმ სიტყვებს ვიღებთ, რომლებიც უნდა დავამუშაოთ. 
ეს მოსწავლეებისთვის სახალისოა, რადგან შიგადაშიგ, სხვადასხვა თავისუფალ დროს, ჩვენ ამ სიტყვებზე ვმუშაობთ, ვიყენებთ წინადადებაში, რითაც ცოდნა კიდევ უფრო მტკიცდება. მათ ეს ძალიან მოეწონათ და შესაბამისად, მოტივაციაც გაზრდილია. 

- თქვენმა მოსწავლეებმა ნოემბრის შემაჯამებელ ტესტში საშუალოდ 92 ქულა დააგროვეს, აიღეს ვერცხლისა და ოქროს დიპლომები, მთელი წლის განმავლობაში ასე აპირებთ გაგრძელებას? 

- izrune.ge-ს ტესტებში აქამდე ჩართული არ ვიყავი და ახლა ამას ძალიან ვნანობ. შეიძლებოდა უფრო ადრე ჩავრთულიყავი, რადგან ამით რაღაც ახალი შემოვიდა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში და ეს სიახლე ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ყველასთვის. სამწუხაროდ, კლასიდან ყველა ბავშვი არ მონაწილეობს, მაგრამ ვცდილობთ რომ ეს ტესტები სკოლაში ყველა მოსწავლემდე მივიტანოთ - გავიაზროთ ის , რაც რთული იყო და ერთმანეთს იქედან მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ.
მიმაჩნია, რომ დიპლომები, რომლებსაც izrune.ge მათთვის ამზადებს, სტიმულისა და მოტივაციის მიმცემია. ვფიქრობ, რომ ამის ფონზე, სხვებიც მოინდომებენ და ჩაერთვებიან. ჩემი აზრით, დაწყებით კლასებში განსაკუთრებით აუცილებელია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და izrune.ge-ს ეს ძალიან კარგად აქვს გათვლილი. 

- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- თავდაპირველად იყო ისეთი სიტუაცია, რომ დღის დასაწყისში ტესტირების დრო შემიხსენებია, თუმცა საღამომდე დავიწყნიათ. ახლა ეს პრობლემა, ფაქტობრივად, აღარ დგას, ტესტებს დიდი მონდომებით აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა გასული, მათმა უმეტესობამ გაითავისა, რომ ხუთშაბათი მათთვის ტესტზე მუშაობის დროა.  

- მშობლები რამდენად დაინტერესებული არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მინდა, ყველა მონაწილე მოსწავლის მშობელს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ზუსტად მათი ჩართულობა, ინტერესი და აქტიურობა არის იმის საწინდარი, რომ ჩვენი მოსწავლეები ასეთ შედეგს აღწევენ. თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჩვენ ახლახან ჩავერთეთ და რომ არა მშობლების მზრუნველობა და ყურადღება, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. მოსწავლეებს პირველ პერიოდში ავიწყდებოდათ ტესტი როდის იყო და ამ შემთხვევაში, მშობლების მხარდაჭერა ნამდვილად ბევრს ნიშნავდა. პატარებს უხარიათ დიპლომების აღება, მათზე არანაკლებ გახარებული მშობლები არიან. 
ყველა მშობელი თავსი შვილის წარმატებით ამაყი და ბედნიერია. რაც უფრო წარმატებული შვილები ეყოლებათ, მით უფრო მეტია ბედნიერება. 

- თქვენი მოსწავლეებისთვის პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ის, რომ მათი კლასი ასეთი წარმატებულია?

- ის, რომ ჩვენ 100 საუკეთესო კლასს შორის მოვხვდით, თავიდანვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ახლა მოსწავლეებს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაუჩნდათ, რადგან იციან, რომ შრომის შედეგად, კიდევ უფრო მაღალი ტიტულების მოპოვება შეუძლიათ. ამიტომ, თითოეულ მათგანს გათავისებული აქვს, რომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, უკეთესი შედეგი დადოს, ნაკლები შეცდომა დაუშვას. მათი წარმატება ნიშნავს, რომ უფრო წინ გადავდგამთ ნაბიჯს და რატომაც არა, რომ რომელიმე ტიტული, რასაც izrune.ge გვათავაზობს, მოვიპოვოთ. აქედან გამომდინარე, მიზანი გვაქვს, რომ არ გავჩერდეთ და მეტს მივაღწიოთ. იმედი მაქვს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეები ამყვებიან. ვფიქრობ, რომ შედეგი არ დააყოვნებს, უკან არ დავიხევთ, გვინდა, რომ სულ წინ ვიაროთ. 

- როგორ ფიქრობთ რა შესძინა მოსწავლეებს izrune.ge-ში ჩართვამ?

- ტესტები რომ მოტივაციას აღრმავებს და ინტერესს ზრდის, ეს ფაქტია. ხშირად არის ისეთი საკითხები, რასაც პროგრამულად არ გავდივართ, ეს კი მათ ინტერესს უფრო მეტად ზრდის. სკოლაში ამაზე რომ ვმსჯელობთ და განვიხილავთ, ეს მათთვის დამატებითი, არასასკოლო ცოდნაა. შესაბამისად, იღებენ იმ ცოდნას, რომელსაც ამ ეტაპისთვის ჩვენ, სკოლაში ვერ ვაძლევთ. მსჯელობა, აზრის გაზიარება - ერთმანეთთან ასეთი საუბარი ძალიან ბევრის მომცემია.

- როგორია თქვენი დამსახურება ამ პროცესში?

- თავის ქებას ნამდვილად არ დავიწყებ, ერთ-ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ, რაც მოსწავლეებს ცოდნას გაუღრმავებს, გზა იქით გავუკვალო. 
ბევრი დადებითია, რასაც izrune.ge-ს ტესტები გვაძლევს. მოსწავლეები ცდილობენ, სკოლაში შესწავლილი ცოდნა ტესტებზე მუშაობისას წარმოაჩინონ და აქ, რა თქმა უნდა, ჩემი რაღაც წვლილიც არის, რაც მათ შეძენილი ცოდნის ტესტების კეთებაში ეხმარებათ. 
რომ შევხედე როგორი სახის ტესტებია, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მოსწავლეებს უკეთესი შედეგის მისაღწევად, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო. ეს ყველაფერი ჩემს მოტივაციაზეც აისახა. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ ყველა დარგში. არსებული ვითარება მოსწავლეებზეც აისახა. რაც შეეხება იზრუნეს ტესტებს, ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერრსო, განსხვავებული აქტივობა იყო, რასაც მოსწავლეებს ვთავაზობთ. უმეტეს მათგანს აღარ ავიწყდება ხუთშაბათის მოსვლა და მუშაობას სიამოვნებით იწყებენ. ვფიქრობ, ეს ტესტები მათთვის სასიამოვნო სიახლე იყო, რომელიც მოტივაციას მატებთ და ცოდნას აღრმავებს. გაგვიჩნდა ამბიცია, რომ უფრო მაღალი ტიტულის მატარებელი მოსწავლეები და კლასი გავხდეთ.
მინდა izrune.ge-ს მადლობა გადავუხარო. ჩვენი მხრიდან, შევეცდებით, რომ მათი იმედები გავამართლოთ, რადგან ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა 100 საუკეთესო კლასს შორის ყოფნა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება