თბილისის N62 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
07-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ბავშვებს ხშირად სთავაზობენ.
პედაგოგმა, ინეზა ფრანგიშვილმა და მისმა სადამრიგებლო მე-4 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა მასწავლებელს, დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს.
„ტელესკოლის ვარსკვლავს, „ევერესტის“, ოლიმპიადის დამფუძნებელსა და ორგანიზატორს, საოცარ პედაგოგს, დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს უფროსმა მასწავლებელმა, ინეზა ფრანგიშვილმა და სადამრიგებლო, მე-4 კლასის მოსწავლეებმა. შეხვედრამ საოცარ გარემოში, განსხვავებულ ფორმატში ჩაიარა. დაჩი მასწავლებელმა საინტერესო, ორიგინალური გაკვეთილი ჩაუტარა მასპინძლებს. ზღაპრულმა სამყარომ, პატარა კაცუნებმა, მდინარეზე მცურავმა ნავმა, ქვებითა და კანფეტებით სავსე სკივრმა, მოაჯადოვა მოსწავლეები; ისინი ეხმარებოდნენ კაცუნებს მდინარის გადალახვაში, ტყუილისა და სიმართლის დახმარებით ეძებდნენ განძს, თამაშით ვითარდებოდა ლოგიკური, მეტაკოგნიტური აზროვნების უნარები. პატარებმა შეძლეს მდინარის გადალახვა, სკივრში საგანძურის აღმოჩენა და ტკბილეულით დაჯილდოვდნენ. დაჩი მასწავლებელმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნები, ლოგიკური უნარების განმავითარებელი სავარჯიშოები. ჩვენი სკოლა მადლობას უხდის დაჩი მასწავლებელს, შეხვედრის განმახორციელებელს, ინეზა ფრანგიშვილს და მოტივირებულ მოსწავლეებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.