სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტროს 10-წლიანი გეგმა ცნობილია
08-12-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაზაფხულზე დაანონსებული 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტების საჯარო განხილვებს იწყებს, რომ წლის ბოლომდე მთავრობამ მისი დამტკიცება მოასწროს.

„პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, თემისა და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროცესში ჩართულმა დაინტერესებულმა  პირებმა შენიშვნები და კომენტარები  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  irsd@mes.gov.ge. შეგიძლიათ  წარადგინოთ.

პოლიტიკის დოკუმენტების პროექტები შემუშავდა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პროექტის (PAR) და  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის: „ინოვაცია ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი სსიპ-ების, ასევე „2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის N304 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების  ჩართულობითა და დახმარებით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება