„პროგრესის“ პროგრამა უზრუნველყოფს მეთოდურ მიდგომას“-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სკოლამდელ განათლებას უდიდესი ყურადღება ეთმობა
08-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ სკოლამდელი აღზრდის მოსწავლეებს გვაცნობს.
„პროგრესში“ მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სკოლის მეთოდური მიდგომის მიზანი სოციალურ-ემოციური, ბავშვთა შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაა.
„გვინდა ჩვენი ყველაზე ყველაზე პატარა, Preschool-ის მოსწავლეები გაგაცნოთ. სკოლამდელი აღზრდის ასაკი არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვისთვის. „პროგრესის“ პროგრამა უზრუნველყოფს მეთოდურ მიდგომას და მიზნად ისახავს ბავშვთა შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მოტორული უნარების განვითარების ხელშეწყობას. ასევე, ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათ მომზადებას ცხოვრების შემდგომი ეტაპისთვის. პროგრამა აერთიანებს და ავითარებს ბავშვებში შემდეგ მიმართულებებს: ინტერ და ინტრაპერსონალური კომუნიკაცია, თვითგამოხატვა, რეფლექსია, პოზიტიური აზროვნება, კრეატიულობა, თვითრეგულაცია, სტრესთან ადაპტაცია და მართვა, ემპათია, ნეგატიური ემოციის გარდაქმნა, მიმღებლობა“,- წერს სკოლა.