სიახლეები
სიახლეები

უხარისხო განათლება მასწავლებელთა დაბალ კვალიფიკაციას ბრალდება - განათლების სტრატეგიის დოკუმენტი პედაგოგებზე
08-12-2021
-
+


განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხსა და რელევანტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სწავლების ხარისხი და მასწავლებელთა დაბალი კომპეტენციებია - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში.

მასწავლებლობა ჯერ კიდევ რჩება არამიმზიდველ კარიერულ არჩევნად, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ შესაბამის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის დიდია დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების წილი, რომლებსაც ასევე დაბალი შედეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

მასწავლებლის კარიერა ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც: საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში პერსონალს სამჯერ დაბალი ხელფასი აქვს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან შედარებით (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018). მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, კერძოდ, 2019 წლის სექტემბრიდან ხელფასის 20%- იანი ზრდისა, ზოგად განათლებაში ხელფასი ყველაზე დაბალია სხვა სექტორებთან შედარებით (საქსტატის მონაცემები 2014-2019 წლებში).

სკოლებში მასწავლებელთა განაწილება არაოპტიმალურია. ქალაქებისგან მოშორებით და სოფლად მდებარე სკოლებში მოსწავლეთა კლებადი რიცხვი და დიდ ქალაქებში გადატვირთული საჯარო სკოლები განაპირობებენ მასწავლებელთა არაეფექტურ გადანაწილებას როგორც რაოდენობრივი და გეოგრაფიული ნიშნით, ასევე საგნობრივი პერსპექტივიდანაც. ზოგიერთი საგანი ან საგნობრივი ჯგუფი მასწავლებლების ჭარბი რაოდენობით ხასიათდება, ხოლო დეფიციტი შეიმჩნევა ისეთი მიმართულებებით როგორებიც არის, მაგალითად, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა, STEMის ზოგიერთ დარგში და ქართული, როგორც მეორე ენა.

მოქმედი მასწავლებლების, ასევე მასწავლებლობის მსურველების მომზადება-გადამზადების სისტემა არ არის სათანადოდ განვითარებული და ეფექტური.

ამასთანავე, კარიერული წინსვლა ეფექტური სწავლების დემონსტრირებაზე მეტად დამოკიდებულია ისეთ ფორმალურ პროცედურაზე, როგორიცაა კრედიტების მოპოვება კარიერული წინსვლისთვის (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2021). ცენტრალიზებულად მართული მასწავლებელთა ტრენინგებისა და გადამზადების სისტემაში პროფესიული ორგანიზაციები არასაკმარისად მონაწილეობენ. სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, ასევე პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით.

საუნივერსიტეტო პროგრამაში ინტეგრირებული რამდენიმე კრედიტიანი მოდული მასწავლებლებს უქმნის მხოლოდ ბაზისურ წარმოდგენას ინკლუზიური განათლების პრინციპებზე და სრულიად არ კმარა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

მასწავლებლები ჯერ კიდევ სრულფასოვნად ვერ იზიარებენ მიმდინარე რეფორმების ღირებულებასა და მიზნებს, კერძოდ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მიდგომებს, განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას და განმსაზღვრელი საკლასო შეფასებისა და გამოცდების საგანმანათლებლო ღირებულებას (Leeetal, 2019)“.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა ბაღების მასწავლებლეთა კვალიფიკაციას - დოკუმენტში ვკითხულობთ:

საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმზრდელ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის კომპეტენციას უპასუხოს მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს, დაგეგმოს და განახორციელოს დიფერენცირებული სასწავლო პროცესი.

საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს შესაფერისი კვალიფიკაცია. დასაქმებულთა უმრავლესობამ განათლება საბჭოთა კავშირის პერიოდში მიიღო და მას შემდეგ, მოკლებულია პროფესიული გადამზადების შესაძლებლობებს (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2018).“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება