მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრები მოეწყობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ.
„ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს - სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა, ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაც განთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.