სიახლეები
სიახლეები

პარლამენტი პრაქტიკოსებისა და  მასწავლებელთა სქემაში შესატან ცვლილებებს განიხილავს
08-12-2021
-
+


მასწავლებელთა საკოორდნაციო ცენტრის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წინადადებებს, რომელიც პრაქტიკოს და მაძიებელ მასწავლებლებს უკავშირდება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ხვალ განიხილავს. ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ, მმართველ ორგანოში წერილი 1 ნოემბერს გადაგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგებმა ურთულესი სიტუაცია შექმნა საქართველოს პედაგოგთა კორპუსში. 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრსა და უკმაყოფილო პედაგოგთა საკმაოდ დიდ წარმომადგენლობას შორის შემდგარი შეხვედრისას გადაწყდა პრობლემების მოგვარებისა და სახელმწიფოსადმი უკმაყოფილების ზრდის შეჩერების გზები, რომელთაც გთავაზობთ:

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მასწავლებლობა არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი პროფესია, საჭიროა, შემდგომი პროფესიული წინსვლა, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს იმპერატიული ხასიათი და უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ამავდროულად, შემდგომი განვითარების გზის არჩევისას პედაგოგმა უნდა ისარგებლოს სრული თავისუფლებით. მოცემულ ეტაპზე ყველა მოქმედი პედაგოგი (პრაქტიკოსი, მაძიებელი და ა.შ.) უნდა დარჩეს დასაქმებულ პოზიციაზე და სურვილისებრ ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ მისთვის შეთავაზებული სტატუსის ზრდისათვის საჭირო პაკეტით. ყოველივე ეს მოითხოვს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, უპირველესად კი „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის No241 დადგენილებაში (29/05/2019, 430050000.10.003.021258) ცვლილების შეტანას, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი საორიენტაციო რედაქციით:

„ყველა პრაქტიკოს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის იმ მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით სტატუსის ამაღლების მიზნით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, შემდგომ სასწავლო წლებში ნებაყოფლობით აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი, ისე, რომ შეუნარჩუნდეს წინა წლებში პროფესიული წინსვლისთვის მიღწეული კრედიტქულები.“

ყველა დანარჩენი ჩანაწერი, რომელიც პედაგოგს ავალდებულებს კარიერულ წინსვლას ან/და აიძულებს სამსახურიდან წასვლას, უნდა გაუქმდეს.

სკოლაში დასაქმებული მაძიებელი, ე.წ. პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლებისთვის სტატუსის ნებაყოფლობითი ზრდის უზრუნველსაყოფად ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოცდები ან/და ტრენინგები. აუცილებელია, გამოცდის შედეგებმა და კრედიტქულების ოდენობამ ერთნაირად იმოქმედოს ყოველი კატეგორიის პედაგოგზე;

სახელმწიფომ უნდა აღიაროს ძველი სქემით ახალ სტატუსზე გადასვლისათვის დაგროვებული კრედიტქულები.

სასწრაფოდ შედგეს დიალოგი პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს, მის მიერ დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა ან/და მინისტრის მოადგილეს შორის.

წერილის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.


იხილეთ: მასწავლებლები სქემის შეცვლას ითხოვენ


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება
სკოლები

„ჩვენმა მოსწავლეებმა, სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად, მხარი დაუჭირეს ინკლუზიასა და თანასწორობას“

მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხატვრო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება