სიახლეები
სიახლეები

„პროექტები ყველა მხარის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს“ - ბერიკა შუკაკიძე
08-12-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს ინკლუზიური განათლების სტრატეგიისა შემუშავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა სახლის ინიციატივით საკონსულტაციო საბჭოს ე.წ. „ბორდის“ შეხვედრები ცენტრის თითოეული პროგრამის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება. ასეთი მიდგომა შესაძლებლობას მისცემს დარგის პროფესიონალებსა და ექსპერტებს ჩაერთონ პროგრამების მიზნების შესრულების მონიტორინგში, კონკრეტული ინიციატივების განხილვასა თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროცესების ღიაობასა და გამჭვირვალობის გაზრდას.

ონლაინ ღონისძიების ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ინკლუზიური განათლების დარგის სპეციალისტებთან განათლების სისტემაში ინკლუზიური კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობების განხორციელების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაში მონაწილეობისთვის და ზოგადი განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელების პროცესში ინკლუზიური მიმართულების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სამომავლო გეგმებზე მუშაობის პროცესში აუცილებელია ინკლუზიური განათლების დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, რათა დაგეგმილი პროექტები ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს ითვალისწინებდეს და ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ინკლუზიური განათლების მდგრადი სისტემის შექმნას.
თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობის სურვილი და ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება