სიახლეები
სიახლეები

„ხშირად არაკოლეგიალურები, არასოლიდარულები არიან პედაგოგები პრაქტიკოსების მიმართ“ - პროფკავშირი მასწავლებლებს გამოცდისთვის უფასოდ მოამზადებს
09-12-2021
-
+


დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტი პრაქტიკოსების საკითხს განიხილავს; პარალელურად, პედაგოგები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას აპირებენ და ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, რა შედეგებს გამოიღებს ეს ბრძოლა; არსებული კანონმდებლობა კი სკოლის ხელმძღვანელებს პირდაპირ ავალდებულებს, იმ მასწავლებლების ადგილას, ვინც გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დაადასტურა, ვაკანსიები გამოაცხადონ.

Etaloni.ge-სთან საკითხი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მაია კობახიძემ განიხილა და აღნიშნა, რომ პროფკავშირის ბაზაზე შეიქმნება ერთგვარი სკოლა, სადაც წევრ მასწავლებლებს გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებენ:

„ხშირ შემთხვევაში არაკოლეგიალურები, არასოლიდარულები არიან პედაგოგები პრაქტიკოსების მიმართ; გამოცდებთან დაკავშირებითაც აზრი ორად იყოფა, ნაწილი ამბობს, რომ გამოცდა აღარ უნდა იყოს და პირდაპირ მიენიჭოთ სტატუსები, თუმცა ეს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს, სქემაში დაწინაურებისთვის.

გაჩნდება თუ არა პრაქტიკოსების გაშვებით კადრების დეფიციტი? - რომელ სკოლასაც ექნება ვაკანტური საათები, მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას მოვალეობის შემსრულებლად - აუცილებელი არ არის მათი სისტემიდან გასვლა, ზაფხულში კი კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გავიდნენ გამოცდებზე, არსებული რეგულაციებით, ოღონდ უნდა გადალახონ 60-პროცენტიანი ბარიერი.

ასეთ შემთხვევაში, პროფკავშირიც შესთავაზებს არა 1, 2, 3 ტრენინგს წევრ პედაგოგებს, არამედ შეიქმნება სკოლა, რომელიც სრულყოფილად იმუშავებს ამ მასწავლებლების გადამზადებისთვის.

კიდევ არის ერთი საკითხი, რაზეც კეთდება აქცენტები - კრედიქტულების შენარჩუნება! დაწიონ ბარიერი - როცა დგება მოთხოვნა პრაქტიკოსი მასწავლებლების მხრიდან, პედაგოგი ვარ და მათ ადგილზე, ალბათ, მეც ასევე ავყვებოდი ამ მოთხოვნას, მაგრამ რეალურად, ეს რომ შეიცვალოს, ამოქმედდება დღეიდან და არა, ზაფხულიდან.

მესმის, ისინი ეძებენ გამოსავალს, რომ სისტემაში დარჩნენ და სკოლასაც უფლება აქვს დატოვოს მოწვეულ მასწავლებლებად, ხელშეკრულებით, თუმცა ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.  იქვეა მაძიებლების მოზმადების პროგრამა, რაშიც სახელმწიფო უზარმაზარ თანხას დებს და მოტივაციაც დიდი აქვთ, პროფესიაში შემოვიდნენ; ახალგაზრდა კადრების შემოდინება კარგია, ოღონდ არა კვალიფიციური კადრის ხარჯზე და ამიტომ სკოლა რაღაც ეტაპამდე შეინარჩუნებს პრაქტიკოსებს; მაგრამ ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მოუწევს 60-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება