„მინდა სულ ფუსფუსებდეთ წიგნის მოყვარული ბავშვები“- ეცერის საჯარო სკოლაში სამკითხველო განახლდა
ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში სამკითხველო განახლდა. ახლა უკვე მოსწავლეებს განახლებული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავის ემოციებს სკოლის დირექტორი ქეთევან გურჩიანი გვიზიარებს.
„ეს ჩვენი სკოლის განახლებული
სამკითხველოა. ასეთი სიკოხტავე ჩვენი
ბიბილიოთეკარი ია ცალანის გულმოდგინე შრომის შედეგია. დიდი მადლობა მას და ნანა ქარდავას დახმარებისთვის.ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მინდა მოგიყვეთ ჩემს ბავშვობის ემოციებზე. პატარაობიდანვე საოცრად მიზიდავდა
ბიბილიოთეკის ოთახი, ჯადოსნური სამყარო მხვდებოდა იქ, ყველა წიგნიდან ზღაპრის გმირები მესაუბრებოდნენ თითქოს ხმამაღლა. ჩემს ოცნებასაც გაგიმხელთ, ბავშვობაში ვოცნებობდი
ბიბილიოთეკარი გამოვსულიყავი, რადგან ეს სურვილი არ ამისრულდა,
ბიბილიოთეკის განახლებით უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ. მინდა ისეთი სამყარო იგრძნოთ, ბავშვებო და შეგიქმნათ მიმზიდველი გარემო. წიგნის სიყვარული ხომ მთელი ლამაზი სამყაროა!.
საბავშვო
ბიბილიოთეკის თანამშრომლებიც განსაკუთრებული ადამიანები
მეგონენ, ასეთებიც იყვნენ, ნამდვილად
პასიკო გერლიანი და სულიკო აფრასიძე. სკოლის
ბიბილიოთეკარი უთბილესი მარგო მასწავლებელი და მარინე
პაკელიანი, მოთმინებით, ღიმილით
ადევნებდენ თვალს როგორ ვეძებდი სულ ახალ და ახალ წიგნებს თაროებზე მერე ცოტა გავიზარდე და სოფლის ცენტრში
ბიბილიოთეკის შენობას მივადექი, სადაც საოცრად ლამაზი ქალბატონი მუშაობდა, ნათელა გერლიანი - მუდამ
მომხიბლვლელი და ღიმილიანი. უარიც ღიმილიანი მივიღე, რადგან იქიდან მხოლოდ დიდებს შეეძლოთ წიგნების გატანა და რომ იცოდეთ, როგორ ვნატრობდი მალე გაზრდას, რათა შემძლებოდა თაროებზე ჩამწკრივებული წიგნებიდან სასურველის არჩევა ასე მეგონა,
ბიბილიოთეკარი ნათელა ჯადოსნური გასაღების მფლობელი იყო და მშურდა იმ
წუთებისა, რომ
მოარგებდა გასაღებს კარებს და სანატრელ სამყაროში შედიოდა. სადაც მაგიდაზე მუდამ ედო გადაშლილი წიგნი.
როგორც იქნა ცოტა გავიზარდე...
მახსოვს, რა ბედნიერება იყო განცდა, თამამად რომ შევაბიჯე სანატრელ სამყაროში და
ბიბილიოთეკარის თანხმობით, წიგნების შერჩევა შემეძლო თითქოს უცებ გავიზარდე წამოსვლისას გამაფრთხილა, რომ აუცილებლად დაინტერესდებოდა ჩემი შთაბეჭდილებებით.
მინდა სულ
ფუსფუსებდეთ აქ წიგნის მოყვარული ბავშვები“,- წერს სკოლის დირექტორი ქეთევან გურჩიანი.
იხილეთ ვიდეო: