მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების კომიტეტმა პრაქტიკოსი მასწავლებლების მოთხოვნები განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსების ნაწილს უფროსის სტატუსი მიენიჭება, დღის წესრიგში მაინც დგას გარკვეული კატეგორიის სკოლიდან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, ითხოვენ ამ მასწავლებლებისთვის სქემაში დამატებითი ცვლილებების შეტანას და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ პროფესიული წინსვლა იყოს ნებაყოფლობითი. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ხელმძღვანელმა ხათუნა ბარაბაძემ განმარტება გააკეთა:
„გესაუბრებით, როგორც მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი - 2010 წლიდან მასწავლებლებს 10-წლიანი პერიოდი ჰქონდათ, რომ სასურველ დროს ჩაებარებინათ გამოცდა, 2017 წლიდან საგამოცდო ზღვარი კიდევ უფრო დაიწია და სკოლაში განხორციელებული აქტივობების მეშვეობით, 30-პროცენტიანი ბარიერი გადაელახათ - 2019 წელი გამოცხადდა ბოლო ვადად და ამ წელიწადს ორჯერ ჩატარდა გამოცდა; პედაგოგებს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ და მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, პანდემიის გამო, მინისტრის ინიციატივით, კიდევ მიეცათ საშუალება პედაგოგებს, პროფესიული განვითარების გზით დაბრუნებულიყვნენ სკოლაში და მიეცათ საშუალება, უკეთესი შედეგი შენარჩუნებოდათ, ასევე 5-კრედიტიანი ტრენინგი შესთავაზა „მასწავლებლის სახლმა“, რათა ამ გზით მოეპოვებინათ 19 კრედიტქულა და დღესაც მინისტრის ამ გადაწყვეტილებით, იმ მასწავლებლებს მინიმუმ 1 კრედიტი მაინც თუ აქვთ მოპოვებული, დარჩნენ სისტემაში. პროფესიული წინსვლა კი პედაგოგებისთვის არის ნებაყოფლობითი“.
რაც შეეხება ზოგადად ინიციატივას, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მხარი არ დაუჭირა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.