სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი და ცდილობენ მაქსიმალურად ჩაერთონ“ - ძველი თბილისის რაიონის „ეტალონის“ I ტური დასრულდა
10-12-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ძველი თბილისის რაიონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე  ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ნინო ბურჯალიანი,  თბილისის N53 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები მონაწილეობდნენ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში და სხვა მსაგავს აქტივობებშიც, რადგან ეს ხელს უწყობს მათ გონებრივ განვითარებას, ამაღლებს ინტელექტს, სკოლები არაფორმალური განათლების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ამ ყველაფრის მნიშვნელობა და შესაბამისად დაუზარლად ვახორციელებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებში. ყოველ წელს ვთანამშრომლობთ თქვენს გუნდთან და მადლობა შესაძლებლობისთვის“.

თამარ ამზაშვილი, თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ზოგადად ყველანაირი არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მითუმეტეს ახლა, როდესაც ბევრი აქტივობა სკოლებში შეზღუდულია და მხოლოდ ვიწრო სასკოლო პროექტებით არიან ბავშვები დაკავებული, ისიც იმ პირობებში, რომ მოსწავლეების ნაწილი დისტანციურზეა და ნაწილი დასწრებულად სწავლობს. ამიტომ ისეთი აქტივობები, რომელსაც „ეტალონი“ ატარებს მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შესაფასებლად, განსხვავებული უნარების შესაცნობად, განსხვავებული სასწავლო პროცესის შესათვისებლად. კონკურსი, შეჯიბრი ერთგვარი მოტივაციაა, რომ წარმატებას მიაღწიონ. მე ვფიქრობ, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია“.

ირინა ჟამკოჩიანი, თბილისის N104 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან საინტერესოა „ეტალონი“, უბრალოდ ახლა პანდემიის პირობებში რთულია სრულად ჩაერთნონ მოსწავლეები, სურვილის მიუხედავად, რადგან ზოგიერთი დისტანციურად სწავლობს. ეს არის სირთულე, რომელიც ვფიქრობ ყველა სკოლისთვის ერთნაირია. ამის მიუხედავად, რომ მაინც ახერხებთ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას, ეს მხოლოდ მისასალმებელი და დასაფასებელია“.

ნანა ჟორჟოლიანი, თბილისის N67 საჯარო სკოლის დირეტორი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტენსიურად არიან ჩართლები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში, მედლებიც აქვთ, უამრავი სიგელი და რაც მთავარია, სიხარული და ხალისით აკეთებენ ამას. ერთი სული აქვთ როდის იქნება ყოველ შემდეგი ჩემპიონატი. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ წელსაც და ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის გარეშე მოსწავლის უნარების წარმოჩენა. იმდენად დიდი მოტივაცია შეუქმნა მოსწავლეებს სწავლისა, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის უკვე ემზადებიან. ცდილობენ, რომ უფრო კარგად ისწავლონ და უკეთესად წარმოაჩინონ თავი, ამისთვის ამდლობა თქვენ, მთლიანად „ეტალონის“ გუნდს“.

თინათინ საბაური, თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი მოსწავლე მონაწილეობდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის I ტურში, როგორც მას ვესაუბრე ტესტი კარგად იკიხებოდა. ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები ახერხებენ საკუთარი ცოდნის შემოწმებას და ლოგიკური აზროვნების უნარს, რაც ყველაზე მნისვნელოვანი არამარტო სასკოლო ცხოვრებაში“.

ნაზი ნადირაძე, კერძო სკოლა „ცოდნის“ დირექტორი:

„ჩვენ „ეტალონის“ მუდმივი ქომაგები ვართ. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილი არიან, ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ამ პროექტის მიმართ, ემატებათ მოტივაცია, მოსწონთ რომ გადადიან შემდეგ ტურში, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაიკითხონ, რომ იცოდნენ მეტი, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ. მე ვატყობ, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი და ცდილობენ მაქსიმალურად ჩაერთონ. მე პირადად ძალიან გგულშემატკივრობთ, რადგან ეს კიდევ ერთი მოტივაციაა პანდემიის პირობებში, თან დისტანციურდა ტარდება, კლასგარეშე აქტივობაა და უფრო მეტი ინტერესია. უხარიათ ჩვენს მასწავლებლებს, როცა მათი მოსწავლეები გადავლენ შემდეგ ტურებში. მადლობა და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“.


ქეთევან ვეშაპიძე, სკოლა „ჰელიოსის“' დირექტორი:

„ეტალონის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მაქვს, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ წლების განმავლობაში. არც მოსწავლეები და არც ჩვენ არასდროს არ ვართ მიღწეული შედეგით კმაყოფილი, უფრო მეტი გვინდა და ამისთვის ბევრსაც ვშრომობთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის და მსგავსი პროექტების მიზანი, რომ მეტი მოტივაცია, მეტი მიზანდასახულობა გამოიმუშავონ მოსწავლეებმა, შეიძინონ ბევრი ცოდნა და მიაღწიონ წარმატების მწვერვალებს. მადლობა მთლიანად „ეტალონის“ გუნდს ამ პროექტის არსებობისთის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება