სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების შემეცნებასა და ზოგად განათლებას უწყობს ხელს“ - ვაკე-საბურთალოს რაიონში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური დასრულდა
10-12-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ვაკე-საბურთალოს თბილისის რაიონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე  ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მაია ჯაბაური,  თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი რა თქმა უნდა საჭირო და საინტერესო პროექტია. მოსწავლეები ყოველთვის ერთვებიან მასში, როდესაც ამის საშუალებაა. მსაგავი პროექტბის არსებობა ახალისებს სასკოლო ცხოვრბას და წარმატებისკენ უბიძგებს მოსწავლეებს, რაც ძალიან მნიშვნლოვანია. ყველაფერთან ერთად ბავშვები ეჩვევიან ტესტების შესრულებას შეზღუდულ დროში, რაც მათ სამომავლოდ გამოადგებათ. ამ მრავალმხრივი დატვირთვის გამო, ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვანია“.

გულნაზი ხორბალაძე, თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“, ბავშვები მონდომებული არიან რომ  ყოველთვის ჩაერთონ და აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები. ეს პროექტი აძლევს მოტივაციას მოსწავლეებს, რომ მოიძიონ დამატებითი მასალები, გაიღრმავონ ცოდნა. დღეს, როდესაც ასეთი პრობლემური გარემოა, პანდემიისა და სხვა მიზეზების გამო, რაც აისახება სკოლაზე პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საზაოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან მოდიოდეს რეალური მხარდაჭერა, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ ფართოდ განათლებულები და შეეძლოთ ჯანსაღი კონკურენცია, ამიტომ  მივესალმები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს, ნამდვილად ეფექტური პროექტია“.

ლიანა ჩხაიძე, თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ტურში, რაც ძალიან გვახარებს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი პირველ რიგში შემეცნებითია, მეორე არის დასაქმება და დაკავება, მესამე არის ის, რომ მოსწავლეები გაცილებით მეტად ინტერესდებიან, რომ რაც არ იციან იმის შესახებ ინფორმაცა მოიძიონ და წაიკითხონ. აუცილებელია, რომ ზოგადი განათლება ჰქონდეთ, რადგან მარტივად ამ ტესტებს პასუხს ვერ გასცემ. თუ არ გაქვს არასასკოლო ანუ ზოგადი განათლებაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტებს თავს ვერ გაართმევ. ზოგადად ნებისმიერი კონკურსი, ოლიმპიადა თუ შეჯიბრი, რაც მოსწავლის ცოდნას გააფართოებს და მას მეტი ინტერესების სფეროს შეუქმნის, გაცილებით უკეთესია. ამიტომაც ჩავერთეთ, გავაფრთხილეთ ყველა. ვწუხვარ, რომ პანდემიის გამო შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გამო უფრო მეტმა მოსწავლემ ვერ მიიღო მონაწილეობა. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მოსწავლეები არ მოსწყდნენ მსგავს აქტივობებს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

სიახლეები
საზოგადოება