მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აწყვიტის საჯარო სკოლა უკვე 7 წელია აქტიურად იყენებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებს. (როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში,თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის.)
მოსწავლეები მათ ,,სამაგიდო წიგნებსაც“ უწოდებენ. X კლასის მოსწავლეებმა ოთხივე წიგნი უკვე გაიარეს და შეაჯამეს. გაკეთდა თითოეული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. პრეზენტატორებმა სლაიდშოუს გამოყენებით ისაუბრეს თითოეული სახელმძღვანელოს დანიშნულებაზე.
მოსწავლეების თქმით, აღნიშნულმა სახელმძღვანელოებმა მოსწავლეებს დიდი ცოდნა შესძინეს და ის უნარ-ჩვევები გამოუმუშავეს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის მნიშვნელოვანია. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ უფრო აქტიურნი და გახსნილნი გახდნენ. ეს სახელმძღვანელოები სკოლაში შემოსვლის დღიდან პოპულარული გახდა.
გაკვეთილი ჩაატარა აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ ივანიძემ, რომელიც არის სამოქალაქო განათლების ფორუმის წევრი და აქტიურად არის ჩართული ფორუმის საქმიანობაში.
ავტორი: ჯ. ივანიძე
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...