მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გივი ყანდარელის სახელობის მოსწავლეთა ნახატების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს.
კონკურსში სკოლიდან 6 მოსწავლე მონაწილეობდა.
მასში თამარ არჩუაძემ მე-2 ადგილი დაიკავა და ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას მიიღებს.
ასევე, წარმატებას მიაღწიეს მარიამ კონიაშვილმა, რომელიც „საუკეთესო ნატურმორტის“ ავტორად დასახელდა და ქეთი მეკოშკიშვილმა, რომელმაც „საუკეთესო პეიზაჟის“ ავტორი გახდა.
სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და წარატებას უსურვებს.
„მადლობას ვუხდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბატონ ავთანდილ გულიკაშვილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს გივი ყანდარელის სახელობის მოსწავლეთა ნახატების კონკურსის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის, მასში ჩვენი მოსწავლეების აქტიური მონაწილეობისა და წარმატებული ასპარეზობისთვის!
აღნიშნულ კონკურსში სკოლიდან ექვსმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ. მე-2 ადგილი მოიპოვა თამარ არჩუაძემ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს გივი ყანდარელის სახელობის სტიპენდიას, 80 ლარს.
ჩვენმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომინაციებშიც გაიმარჯვეს; მარიამ კონიაშვილი დასახელდა „საუკეთესო ნატურმორტის“ ავტორად, ქეთი მეკოშკიშვილი - „საუკეთესო პეიზაჟის“. აღნიშნულ ნომინაციებში მოსწავლეები ერთჯერად ფულად ჯილდოსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს