სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ
13-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში ხშირად და აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეები - „წიგნიერების დღისადმი“, მიმართულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში ხორციელდება აქტიურად ჩაებნენ. მონდომებული მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თამარ გრიგოლიაა.

„წიგნიერების დღე“ მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში, წიგნიერების ამაღლების დროულ პროპაგანდას. აღნიშნული, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, გაეცნენ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს, იმსჯელეს თუ რატომ არის სასარგებლო წიგნის კითხვა, რა უპირატესობა აქვს წიგნს კომპიუტერულ ტექნიკასთან შედარებით. წარმოადგინეს თავიანთი საყვარელი წიგნები, თანაკლასელებს გაუზიარეს წიგნის წაკითხვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები, ყურადღება გაამახვილეს პერსონაჟთა დადებით მხარეებსა და სიუჟეტის განვითარებაზე, რამაც  მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შევთანხმდით, რომ კითხვა დიდი სიკეთის მომტანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომ წიგნი - დიდი მასწავლებელი და მეგობარია, რომლის გარეშეც ადამიანის ჰარმონიული განვითარება წარმოუდგენელია საგაკვეთილო პროცესი, რომლითაც შევეხმიანეთ აღნიშნულ ღონისძიებას, იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების ინფორმირებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. V კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა, საკუთარი ხელით შექმნილი, ბიბლიოთეკაში, სპეციალურად მკითხველისთვის შექმნილი ქცევის კოდექსი, რომელსაც საპატიო ადგილი მიენიჭა N1 სკოლის წიგნთა საცავში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა

23 გრადუსიანი ყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება... - 1-2 მარტის ამინდის პროგნოზი ცნობილია

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება