მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასკოლო სახელმძღვანელოები, ფორმითა და შინაარსით, დღემდე რჩება მასობრივი უკმაყოფილების საგნად. ექსპერტებიც განათლების დაბალი დონის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ამ ფაქტორს ასახელებენ. მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება განათლების კომიტეტის სხდომაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სწორედ ხარისხის გასაუმჯობესებლად, სახელმძღვანელოების გრიფირებაში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა:
„სასკოლო სახელმძღვანელოები მუდმივად არის განხილვის თემა; გრიფირების პროცესში მონაწილეობენ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლები... და ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ჩართულები იყვნენ, რადგან ყველაზე კარგად იციან მოსწავლის საჭიროება, ვთქვათ, ტექსტი, მოცულობა და შინაარსი როგორ უნდა იყოს ასახული... ასევე ჩართულები არიან უშუალოდ კონკრეტული თემის მეცნიერები, ფსიქოლოგები, ფილოლოგები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რათა არ იყოს სხვადასხვა დისკრიმინაციული ტექსტები და რაც მნიშვნელოვანია, ყველა სახელმძღვანელო საჯაროდ დავდეთ ვებ-გვერდზე. საქართველოში ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში. ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ღირებული რეკომენდაციები გაითვალისწინეს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.