მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ვისაც საგნობრივი კომპეტენცია ერთ კრედიტზე მაინც აქვს დადასტურებული, განათლების სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და ისინი უფროსის სტატუსს მიიღებენ. საგანთან ერთად მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული უნდა ჰქონდეს პედაგოგს პროფესიულ უნარებშიც. რამდენად სწორი იყო ან არა ეს გადაწყვეტილება, განხილვის სხვა თემაა, მაგრამ ერთი კი ცხადია, არაინ ისეთი პრაქტიკოსები ვისაც არ საგანი და არც უნარები ჩაბარებული არ აქვს.
რას უპირებენ ამ პრაქტიკოსებს? - ეს კითხვა ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალურია და პედაგოგები აქციებსაც აანონსებენ, თუმცა ოფიციალურ უწყებაში ასეთი მასწავლებლებისთვის მკაფიო პასუხი აქვთ:
„გაცნობებთ, რომ ვინც საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დაადასტურა, ანუ ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, სისტემიდან გადის“.
ასე რომ, პედაგოგების ნაწილს იანვრიდან სკოლის დატოვება მაინც მოუწევს.
დამატებითი განმარტების სახით გაცნობებთ, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ და სისტემაში დარჩებიან
ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი).
იხილეთ: განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.