ჩარდახის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
13-12-2021
დაკოპირებულია
-
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო შემეცნებით ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად „კოდის ერთ საათის“ კვირეულში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა.
„კოდის ერთი საათი“ არის ღონისძიება, რომლის მიზანია აჩვენოს ყველას, რომ პროგრამირების საწყისების სწავლა ყველას შეუძლია. „კოდის ერთი საათის“, კვირეული ტარდება ყოველ წელს, დეკემბრის თვეში. 2021 წლის კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა 6-12 დეკემბერს. კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული ყოველწლიურად ადმირალი გრეის მიურეი ჰოპერის, კომპიუტერული პიონერის, დაბადების დღის 1906 წლის 9 დეკემბრის აღსანიშნავად ტარდება. საქართველოშიც ჩატარდა „კოდის ერთი საათის“ კვირეული. წელს პირველად ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ ღონისძიებას. მოსწავლეებს მთელი კვირის მანძილზე შესასრულებლად ეძლეოდათ სხვადასხვა დავალება. ფინალში გადასული მოსწავლეები მიიწვიეს ტექნოპარკში ფინალურ ღონისძიებაზე. მათ გადაეცათ სერტიფიკატები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „კოდის ერთი საათი“ გლობალურ კამპანიაა, რომელიც მასში ჩართულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები.