ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კონფერენციას კონსულტანტ- მასწავლებლის რანგში დაესწრო
13-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კონფერენციას - „CK12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები - ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“, კონსულტანტ- მასწავლებლის რანგში დაესწრო.
აღნიშნული კონფერენცია განათლების კოალიციის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და CK12 თანამშრომლობით განხორციელდა.
დირექტორი წერს, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა და დასწრება ეამაყება.
„ინიციატივა განხორციელდა განათლების კოალიციის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და CK12 თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია.
მეამაყება საპატიო სტუმრებს გვერდით ყოფნა და მახარებს კონფერენციაში მონაწილეობა და თქვენი საქმიანობის თანაზიარობა კონსულტანტ-მასწავლებლის სახელით. ვითქვამს და სულ გავიმეორებ - „თქვენი საქმიანობა მამულიშვილურია და მომავალი თაობები მადლობას გადაგიხდიან“,- წერს სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი.