სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N2 საჯარო ​სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში ჩაერთო
13-12-2021
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ​სკოლა გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში აქტიურად ჩაერთო.

„სკოლა ჩაება სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსში სახელად - „ნიკო კეცხოველის პრემია“. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა - Austrian Development Cooperation. სკოლაში შექმნილია ეკოკლუბი - „ერა“ 6 მოსწავლისა და 1 მასწავლებლის მონაწილეობით: 1. აკაკი აბესაძე; 2. ვასილ დოღონაძე​; 3. ალექსანდრე ფოფხაძე; 4. გვანცა ფანცხავა​; 5. თამარ აბესაძე და 6. მარიამ ოდიკაძე.

მუშაობა მიმდინარეობს სამი მიმართულებით შექმნილი პროექტების მიხედვით:

1. დედამიწის ეკოსისტემა;

2. სუფთა წყალი და სანიტარია;

3. არა შიმშილს!

დაწყებულია აქტიური მოქმედებები: 1. უკვე შესრულებულია ჩვენი ქალაქის 7 წყაროს წყლების ანალიზი. 2. აქტიურად ვმუშაობთ „არა შიმშილის“ მიმართულებით: ა. მოსწავლეებს გადააქვთ კვების სასადილოდან პროდუქტები მოწყვლადი ადამიანებისადმი; ბ. ჯგუფის წევრები საახალწლოდ ემზადებიან დაეხმარონ ჩვენ სკოლასთან ახლოს მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მარტოხელა ლტოლვილს.

3. 2 წელია ვმუშაობთ პროექტზე - „დედამიწას ვჭირდებით“

ა. აღმოჩენილია და გავსხალით არასათანადო ადგილას ამოსული ხეები (ქვებზე, შენობის მახლობლად) და ველოდებით შესაფერის დროს მათი გადარგვისათვის.

ბ. მომზადებული გვაქვს გეგმა სატყეო მეურნეობასთან შეთანხმების დასადებად, რათა საჭირო შემთხვევაში მონაწილეობა მივიღოთ მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში - ხეების დარგვა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ემიგრაციის პრობლემებზე

მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მათი დღის რეჟიმი ნახატებშიც ასახეს

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება