სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როდის დავდგათ ნაძვის ხე?- იღბლიანი დღეები
14-12-2021
-
+


ნაძვის ხე, რომელსაც ყოველ წელს საზეიმოდ ვრთავთ - ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. იმისთვის კი, რომ სახლში ჯადოსნური სადღესასწაულო ატმოსფერო შევქმნათ, ზამთრის მთავარი რიტუალის - ნაძვის ხის დადგმის წესები უნდა დავიცვათ. 

რატომ არის მიღებული ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა ? - ტრადიცია 

შობას ნაძვის ხის მორთვის იდეა ჩრდილოელ გერმანელებს ეკუთვნით. არსებობს ლეგენდა წმინდა ბონიფაცის შესახებ, ბერი ქრისტიანობის ქადაგების დროს ხალხთან მივიდა და მათი ღვთაების უძლურების საჩვენებლად მუხა მოჭრა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. გიგანტურმა ხემ გარეშემო ნაძვის გარდა ყველა მცენარე გათელა. ამ დღის შემდეგ ნაძვი ადგილობრივ ხალხში შობის სიმბოლოდ იქცა. 

იხილეთ ასევე: ახალი წელი - საინტერესო ამბები, ისტორიები, ფაქტები... 



როდის დავდგათ ნაძვის ხე?

17-18 დეკემბერი - სადღესასწაულო ხის დასადგმელად ყველაზე ხელსაყრელი ადრეული თარიღი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღის წინა პერიოდია. 

22 დეკემბერი - ზამთრის ბუნიაობის დღე - ითვლება, რომ ეს თარიღი ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისია. რადგან დღის სინათლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, წყვდიადის ძალა იკლებს. ძველად, ადამიანები ამ დღეს სახლში წიწვოვან ტოტებს კიდებდნენ, მიაჩნდათ, რომ ის ბოროტ სულებს აფრთხობდა. 22 დეკემბერს ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მოეწონებათ მათ, ვისაც სჯერა, რომ ნაძვი, შემდეგი 365 დღის მანძილზე ოჯახის ამულეტი იქნება.

ამასთან, თუ ძველ ჩინურ ფილოსოფიას - ფენ შუის დავუჯერებთ, ეს დღე ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე უდიდეს გავლენას ახდენს და საახალწლო ხის დასადგმელად ყველაზე იღბლიანი თარიღია. 

ნაძვის ხის მოსართავად შემდეგი ხელსაყრელი დღეები 24- 25 დეკემბერია - კათოლიკური შობა და მისი წინა დღე.

25 დეკემბრის შემდეგ კი სახლში საზეიმო ატმოსფეროს შესაქმნელად ნებისმიერი დღე გამოდგება. მთავარია სურვილი, თავისუფალი დრო და კარგი განწყობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება