მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ პედაგოგებს, რომლებმაც საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და სისტემაში დარჩებიან.
ამ გადაწყვეტილებას სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი კიდევ ერთ შანსს დადებითად აფასებს, დანარჩენები კი, პირიქით, უარყოფითად.
როგორც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა დავითაძე etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა ფიქრობს, რომ შანსი იმ პედაგოგებისთვისაც უნდა მიეცათ, ვინ გამოცდაზე 1 კრედიტის მოპოვებაც ვერ შეძლო.
„ადამიანურად ამ გადაწყვეტილებას ვემხრობი, მაგრამ პროფესიულად არ მიმაჩნია მართებულად, იქედან გამომდინარე, რომ თუ ამათ მიეცათ საშუალება და მიენიჭებათ სტატუსი, სხვებისთვისაც, ბოლოჯერ მაინც, უნდა დაეტოვებინათ დანაწევრებული ქულები. ასე სხვა პრაქტიკოსებიც თანაბარ პირობებში იქნებოდნენ. ამ გადაწყვეტილებას დადებითად იმ შემთხვევაში შევაფასებდი, თუ დანარჩენ პრაქტიკოსებს კიდევ ერთხელ მისცემდნენ უფლებას ამ ქულებით გამოცდაზე გასულიყვნენ. ამ ბოლო დროს, ტესტი მართლა რთული იყო. სკოლაში მხოლოდ ერთი პედაგოგი დამრჩა ისეთი, ვისაც სტატუსი არ აქვს“,- ამბობს ნონა დავითაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...