მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ პედაგოგებს, რომლებმაც საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ ერთ კრედიტ-ქულაზე (გადალახული აქვთ საგნობრივი და პროფესიული უნარების მინიმალური ზღვარი), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და რჩებიან სისტემაში.
ამ გადაწყვეტილებას სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი კიდევ ერთ შანსს დადებითად აფასებს, დანარჩენები კი, პირიქით, უარყოფითად.
როგორც ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე, მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა და ფიქრობს, რომ პედაგოგები კიდევ ერთ შანსს იმსახურებდნენ.
„პრაქტიკოსების შენარჩუნებას ვეთანხმები, ამ შუა სასწავლო წელში მაინც. რამდენიმე მხარე აქვს ამ ამბავს, მაგრამ მე პირადად, ამ შემთხვევაში, ვემხრობი, რომ კიდევ ერთხელ დატოვონ პრაქტიკოსები, მისცენ შანსი, რათა მოემზადონ და მერე გამოცდაზე გავიდნენ, ამის მერე უკვე აღარავის დავიცავ. სკოლაში ერთი პრაქტიკოსი მეც მყავს, წლებია მუშაობს კარგი მასწავლებელია, არანაირი შენიშვნა არ გვქონია, მაგრამ იყო მიზეზები, რის გამოც ვერ მოახერხა გამოცდის ჩაბარება. ძალიან მტკივნეული საკითხია, განვიცდით მთლიანად კოლექტივი. როგორ დავწერო ბრძანება იანვრიდან არ იქნები, ცუდად ვარ ამის გამო. სამინისტრომ ამ პედაგოგებისთვის მართლა ბევრი რამ გააკეთა“,- ამბობს იზოლდა ვაჩეიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...